რეგიონები
ავტობანზე სამი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი მანქანა დაიმტვრა

1696272667

მისივე ცნობით, მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა, რა დროსაც მას უკნიდან მანქანა შეეჯახა.ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციას კიდევ ერთი მანქანა შეეჯახა.შსს-ს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

საგარეჯოში ყურძნით დატვირთული ავტომობილი ამობრუნდა

1696077491

მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.არსებული ინფორმაციით, მან მცირე დაზიანებები მიიღო.  

სოფელ დარჩელში 34 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

1695827308

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

1695755716

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

თათია ნიკოლაშვილი - ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, დაშავდა ორი ადამიანი

1695654191

მისივე თქმით, სკოლის დამლაგებელს ტვინის შერყევა აქვს."ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, დაეცა ორ ადამიანს, დამლაგებელს და ერთ-ერთ მშობელს. ეს სკოლა დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია. აქ დადიან 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათ შორის, ზემო ნატანების საჯარო სკოლიდან დადიან აქ, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში იქიდან გამომდინარე, რომ 2 წელია, იქ შეწყვეტილია სწავლის პროცესი. წესით უნდა დაწყებულიყო იქ რემონტი, მაგრამ როგორც მშობლებს გავესაუბრე, აქამდე არ არის დაწყებული. იქიდან გამომდინარე, რომ აქ 2 ცვლის ბავშვები დადიან, ახლაც, როდესაც ამ ჭერის ჩამონგრევა მოხდა, მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, რადგან მეორე ცვლის ბავშვები 7 საათამდე არიან სკოლაში", - აცხადებს ნიკოლაშვილი.   

ხულოში მამაკაცი ბეტონის გადასამუშავებელ დანადგარში მოყვა და დაიღუპა

1695561707

TV25.GE-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბეტონის გადასამუშავებელ დანადგარში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.შემთხვევა სოფელ ვაშლოვანში მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

1694968967

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაისეტყვა შილდა, გრემი, საბუე, ალმატი.ჯერჯერობით უცნობია რა სახის ზარალი მიადგა მოსახლეობას. 

გურჯაანში ნადირობისას შემთხვევითი ტყვიით ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

1694960659

ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი ფრინველებზე ნადირობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა და 33 წლის მამაკაცს თავის არეში მოხვდა, რის შემდეგაც ადგილზე დაიღუპა. შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა რამდენიმე მოსწავლე

1694772025

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი მართავდა, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ ქვეითად მოსიარულე ქალს, შემდეგ კი, ხეს შეეჯახა.  ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ავტომანქანაში მყოფი საგარეჯოს პირველი საშუალო სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ.ექვსი მოსწავლე სხვადასხვა დაზიანებით საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში განაცხადეს, მოსწავლეების მდგომარეობა სტაბილურია, არცერთ მათგანს არ სჭირდება რეანიმაციული მკურნალობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.

ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას რაჭის ტყის მიღება-ჩაბარების პროცესი შეუჩერეს

1694675768

მათივე ცნობით, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, ტყით სპეციალური სარგებლობისთვის მოთხოვნილი 97 276 ჰა ფართობიდან 20 540,3 ჰა „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიაზე ფიქსირდება."გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით (N38/ს, 23 მარტი, 2022წ) განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო პირობების თანახმად, არსებულ ტერიტორიაზე შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ 2023 წლის 25 მარტამდე უნდა წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და საქმიანობის დაწყებამდე, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების ანგარიში. შესაბამისი პუნქტი განისაზღვრა მთავრობის განკარგულებაშიც.კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, კომპანიის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.ამბროლაურის სასამართლომ, 2023 წლის 24 ივლისს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 27 ივლისს გაასაჩივრა.მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით მოთხოვნილი ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.