პოლიტიკა
"ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ "ოცნება" დამარცხებულია და ამის გააზრება და აღქმა იქნება უმძიმესი და ძალიან მტკივნეული"

1711654800

მისი თქმით, დღეს პოლიტიკოსები ემსახურებიან ბიძინა ივანიშვილს და არა საქართველოს."ბევრი რამე არის ზედაპირზე, ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან გამოცდილი, გონიერი ადამიანი, მან ძალიან კარგად იცის, რომ "ოცნება" დამარცხებულია და ამის გააზრება და აღქმა იქნება უმძიმესი და ძალიან მტკივნეული, შესაბამისად, ის ეცდება, რომ ეს მდგომარეობა გამოასწოროს. ხედავს, რომ მის გარდა არაფერი არ მუშაობს ქვეყანაში, სახელმწიფო დისფუნქციურია, არჩევნების მოგებაზე საუბარიც ზედმეტია. ვინ უნდა მოიგოს ეს არჩევნები? იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ყურადღებას აღარ აქცევენ რას საუბრობენ? თუ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ემსახურებიან პარტიას და ივანიშვილს და არა სახელმწიფოს? ამას დაამატეთ კორუფციის ის სისტემური ფორმები, რომელიც უკვე თვალსაჩინო გახდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ნებისმიერი სახის კორუფცია დანაშაული კი არა ღალატია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ყოველი შემდგომი შეფასებისას ისინი დაუბრუნდებიან ამ საკითხს და შეაფასებენ ამ საკითხში რამე გაკეთდა, თუ არ გაკეთდა"

1711654170

მისი თქმით, სადამკვირვებლო მისია ამ საკითხს საქართველოში ყოველთვის დაუბრუნდება და შეამოწმებს, რა გაკეთდა ამ კუთხით და რა - არა."ჩვენ რასაც მივაღწიეთ, მათ შორის ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად და სამოქალაქო სექტორმა არის ის, რომ პირველმა სადამკვირვებლო მისიამ, NDI-ის მისიამ თავის პირველ ანგარიშში დააფიქსირა კონკრეტული რეკომენდაცია ხელისუფლებისადმი, რომ უცხოეთში ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა უნდა მოხდეს გამჭვირვალედ და უფრო ეფექტურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი შემდგომი შეფასებისას ისინი დაუბრუნდებიან ამ საკითხს და შეაფასებენ ამ საკითხში რამე გაკეთდა, თუ არ გაკეთდა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"ემიგრანტებს სჭირდებათ, რომ საკუთარი ქვეყნის ცხოვრებაში მთავარი გადაწყვეტილებები მიიღონ თავად"

1711652457

მისი თქმით,  ემიგრანტებს სჭირდებათ, რომ საკუთარი ქვეყნის ცხოვრებაში მთავარი გადაწყვეტილებები მიიღონ თავად. "ემიგრანტებისთვის მოწოდება, რომ დაბრუნდით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ საქართველოში დაბრუნდეთ - არავის საქმე არ არის, ემიგრანტები თავად გადაწყვეტენ დაბრუნება უნდათ თუ არ უნდათ, უკეთეს ცხოვრებას აქ აიწყობენ თუ სხვა ქვეყანაში. ემიგრანტებს სჭირდებათ, რომ საკუთარი ქვეყნის ცხოვრებაში მთავარი გადაწყვეტილებები მიიღონ თავად.მათ ეს უნდა შეეძლოთ, მიუხედავად იმისა, ისინი წასული არიან თუ აქ არიან. მათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ ხმის მიცემის გზით. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ამის უზრუნველყოფა კი არ უნდა შეძლოს, არამედ ის ვალდებულია, რომ ეს გააკეთოს. საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს მათ, რომ საქართველოს მოქალაქეს მისცეს ხმის მიცემის, საკუთარი ქვეყნის ბედის გადაწყვეტის შესაძლებლობა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"სამწუხაროდ, ივანიშვილი ახლა თავისი შეცდომების ტყვეობაშია და იმედი მაქვს, რომ ამ ტყვეობას თავს დააღწევს"

1711650971

როგორც მან აღნიშნა, მის საქციელს, ქვეყანა რომ პირველ ადგილზე დააყენა, "ოცნებამ" ღალატი უწოდა."სამწუხაროდ, ივანიშვილი ახლა თავისი შეცდომების ტყვეობაშია და იმედი მაქვს, რომ ამ ტყვეობას თავს დააღწევს, ეს მასაც სჭირდება და ქვეყანასაც. ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები. ამიტომ იყო ის ყველაფერი, რაც მოხდა ღალატს რომ იძახიან. მერე, რომ ეუბნები, მოდი, ვილაპარაკოთ როგორც გინდაო,  შენს სასამართლოში? - პრობლემა არ არის; მედიაში? წამო, იმედზე.  არ გინდა სასამართლო და მედია და  ისე გინდა? არც ეგ არის პრობლემა", - განაცხადა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში.

ირაკლი კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

1711650679

მან მუსლიმ თემს რამადანის ერთთვიანი მარხვის დასრულება მიულოცა და ბედნიერება, კეთილდღეობა, წარმატებები უსურვა."მუსლიმ თემს,  ჩვენს განუყოფელ ნაწილს, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის  აღმშენებლობაში და ჩვენს ძმობას ძალიან დიდი ისტორია უმაგრებს ზურგს. საქართველო უნიკალური ქვეყანაა, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი, შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთსა და იმავე მეჩეთში ლოცულობენ. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მშვიდობიანი თანაცხოვრების, ძმობის  ეს ტრადიცია და ამას საქმითაც ვამტკიცებთ. სახელმწიფომ მუსლიმ თემს დღემდე გადასცა 237 მეჩეთი, გადასაცემად გამზადებულია კიდევ 20. სახელმწიფომ მუსლიმ თემს დაფინანსება გაუზარდა 4 150 000 ლარამდე და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა. დღესაც, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შენებისას, საზოგადოების ყველა ჯგუფს, ყველა რელიგიურ თემს, თითოეულ ინდივიდს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესის სრულფასოვანი მონაწილეა და ამისთვის ჩვენ, სახელმწიფო, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა კობახიძემ.იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

"ფაქტობრივად, ელეგანტური შეურაცხყოფა მიაყენა და წავიდა, ეს სხვა განზომილებაა"

1711648867

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი იმ დროს, როცა თავად გახარია იყო პრემიერ-მინისტრი, მსგავს ბრძანებებს არ იძლეოდა."ბიძინა იძლევა დავალებებს, ჩემს დროს, ასე არ მუშაობდა. ბიძინას შეიძლება ეთქვა, რომ მე ვთვლი, რომ ასე უკეთესი იქნება. მაგალითად, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარე კი არ იყო, პარტიის თავმჯდომარე იყო, რომლის ხელმოწერითაც მე ვიყავი წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ეს ცირკი იყო, რომ ადამიანი ვითომ დაბრუნდა, ვითომ სადმე წასული იყო. მშიშარა პატარა ბიჭების დარქმევასაც აზრი არ აქვს, ამათ უთხრა, რომ პარტიას კი არა, მე ვიღებ ჩემს თავზე პრემიერ-მინისტრობის წარდგენის უფლებასო. საპატიო თავმჯდომარე, ისტორიაში სხვაგან ასეთს ვერ ნახავთ, ფაქტობრივად, ელეგანტური შეურაცხყოფა მიაყენა და წავიდა. ეს სხვა განზომილებაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები"

1711648083

გვარამიას თქმით, გადაწყვეტილება მის ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო."ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალ-ცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ:ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. კომიტეტის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა საქართველოსთვის და მის პრაქტიკაში მრავლადაა საქმეები, სადაც სტრასბურგის გადაწყვეტილება (მით უმეტეს, ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება დასაშვებობაზე) სრულიად უგულებელყოფილია და სხვა შინაარსის დასკვნებია გაკეთებული. მეტი კომენტარი ამ საკითხზე ჩემგან აღარ იქნება. სხვა თუ არაფერი, სამართლებრივი ეთიკის საკითხია, რომ უფრო მეტად აღარ განვავრცო ეს თემა“, - წერს გვარამია Facebook-ზე.       

"საჭიროა მიშამ დადოს არქიტექტურა, როგორ წარმოუდგენია "ნაცური" პარტიების გასვლა პარლამენტში, რომ 1 000 პარტია არ იყოს ნომინალურად"

1711632041

მისი თქმით, არჩევნებზე ცალ-ცალკე პარტიების გასვლა ყველასთვის პრობლემურია, განსაკუთრებით "ნაცურ" პარტიებში."ნაცები“ რომ გადიან შვიდი პარტიით, მიშა ეუბნება, მოდით, ერთი პარტიით გავიდეთო. ეს მიმართულება სწორია, მაგრამ თან უნდა იყოს სათანადო წინადადება, შენ გაძლევ ამდენ ადგილს სიაში, შენ ამდენს და ასე შემდეგ. სხვაგვარად არავინ ენდობა ერთმანეთს "ნაცებში“ და ამისთვის საჭიროა, რომ მიშამ დადოს არქიტექტურა, როგორ წარმოუდგენია "ნაცური“ პარტიების გასვლა პარლამენტში, რომ 1 000 პარტია არ იყოს ნომინალურად.სინამდვილეში, ან ყველა „ქოცია“, ან ყველა "ნაცია" და მოგეხსენებათ, ორი „გირჩი“ ვართ. ამიტომ, ყველა არჩევნებში თითო პარტიით უნდა გავიდეთ "ნაცებიც", "ქოცებიც", "გირჩებიც", ცალ-ცალკე პარტიების გასვლა ყველასთვის პრობლემურია, განსაკუთრებით ეს პრობლემა დგას "ნაცურ" პარტიებში. ორი პარტიით თუ გავლენ არჩევნებზე, ალბათ, ორივე გადალახავს ბარიერს, მაგრამ დღევანდელივით შვიდი პარტიით თუ გავლენ, ერთი გადალახავს, რომელსაც მიშა დაუჭერს მხარს", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"რწმენის და შეხედულებებისამებრ იღებენ ეს ადამიანები გადაწყვეტილებას, რომელთათვის მიუღებელია პარტია იმართებოდეს კულუარულად"

1711631273

მისივე თქმით, ენმ-ის უკვე ყოფილი წევრებისთვის მიუღებელია, რომ პარტიას მერაბიშვილი-კეზერაშვილი მართავდეს."ქუთაისის არა მხოლოდ დეპუტატთა უმრავლესობამ გამთქვა სურვილი შემოუერთდეს პარტია "ახალს", არამედ ქუთაისის პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ბირთვის, 70% როდესაც ტოვებს პარტიას, მე ვფიქრობ აქ ყველაფერი ცხადზე უცხადესია. არავინ ასე კოლექტიურად არ ტოვებს პარტიას არც ორი ნიკას ხათრით, არც არავის ხათრით, რწმენის და შეხედულებებისამებრ იღებენ ეს ადამიანები გადაწყვეტილებას, პატრიოტი ადამიანები, რომელთათვის მიუღებელია პარტია იმართებოდეს კულუარულად. მათ უნდათ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ცვლილება, მაგრამ ისინი ქუთაისელები არიან, იქ დაიბადნენ და იქ გაიზარდნენ და იციან, რომ ერთი, ელექტორალურადაც შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლო ვანო მერაბიშვილით და კეზერაშვილით და მათ პარტიაში ყოფნა, ძალიან ბევრ ადამიანს, მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ აღარ უნდოდა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი", - აცხადებს ნიკა მელია.ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. მას შემდეგ რაც პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ ფრაქციისთვის სახელი შეეცვალათ და მას "პროგრესი" დაარქვეს."ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია "ახალს" უერთდებიან. პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილები კი ქუთაისის საკრებულოში საქმიანობას უფრაქციო დეპუტატებად გააგრძელებენ.

"დაკავების დღიდან გასაგები იყო, რომ ლაზარე არის ადამიანი, რომელიც გამოარჩიეს სპეციალურად იმისათვის, რომ შემდეგ მისი დემონიზება მოეხდინათ"

1711625713

მისი თქმით, რეალურად, საქმეში ლაზარე გრიგორიადისის გამამტყუნებელი მტკიცებულებები არ დევს."დაკავების დღიდან გასაგები იყო, რომ ლაზარე არის ადამიანი, რომელიც გამოარჩიეს სპეციალურად იმისათვის, რომ შემდეგ მისი დემონიზება მოეხდინათ. მე დავესწარი სასამართლო პროცესებს და ძალიან ნათლად ჩანს, რომ არაფერი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. სტანდარტულადაა, როგორც აკეთებენ ხოლმე ასეთ შემთხვევებში, მათ შორის მე მაქვს ასეთი სასამართლო პროცესი გავლილი 10 მაინც, სადაც ერთადერთი მტკიცებულება არის პოლიციელის ცრუ ჩვენება. მოდიან და ჰყვებიან ზღაპრებს, ამ ზღაპრებში შემდეგ იბლანდებიან, ვერ გაიგებ რას ლაპარაკობენ, მაგრამ მათ ჩვენებას საბოლოო ჯამში, მოსამართლე იზიარებს და ყურადღებას არ აქცევს სხვა მტკიცებულებას, რომელიც შეიძლება, საქმეში არსებობდეს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე ზვიად შარაძემ შემდეგი სხდომა 8 აპრილს, 15:00 საათზე ჩანიშნა.