კონფლიქტები
ოკუპანტებმა კნოლევის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

1708075879

"აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - აცხადებენ სუსში.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 20 მარტს გაიმართება

1707837206

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მკაცრად მოითხოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა  პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე არსებული ჰუმანიტარული პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები.ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2024 წლის 20 მარტს ჩაინიშნა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"გინტურის მკვლელობას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ დავინტერესდებით, რა ღონისძიებები იქნა გატარებული მკვლელების მიმართ"

1707810803

როგორც სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, მთავარი საკითხი, რასაც ცენტრალური ხელისუფლება დააყენებს, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი იქნება, ასევე ერთ-ერთ მთავარ საკითხი იქნება თამაზ გინტურის მკვლელობა იქნება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოითხოვენ მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და დასჯას."საფრთხეები ზოგადად ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარეობს ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისათვის. ამ კონტექსტში ნებისმიერი საფრთხე ყოველთვის არის ჩვენი აქტიური დაკვირვებისა და შეხვედრებზე განხილვის თემა. წელს უკანონო ბორდერიზაციის ორი ფაქტი დაფიქსირდა და ბუნებრივია, ამაზე გვექნება მსჯელობა. მიმდინარე წელს ჩვენ გვქონდა უკანონო დაკავების ერთი ფაქტი. ის ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და მას შეეფარდა ე.წ. წინასწარი პატიმრობა. ჩვენ ბუნებრივია, დავიწყებთ ყველა პირის უპირობოდ გათავისუფლების საკითხს.რაც შეეხება დავით გურწიევს, ეს არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც ამ საკითხის დაყენება გახდება შესაძლებელი. დავით გურწიევი არის ინტერპოლით ძებნილი, ისევე როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირები. დე ფაქტო რეჟიმის შეფასებების კომენტირებას მოვერიდები.გინტურის მკვლელობას რაც შეეხება, მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინტერესდებით, რა ღონისძიებები იქნა გატარებული მკვლელების მიმართ და რას აპირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასა და წამებაში ბრალდებული დავით გურწიევი ახალგორში პროკურორად ინიშნება.

ანექსირებული ყირიმიდან ავტობუსი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებითაც ივლის

1707748644

"ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სამხრეთ ოსეთთან ავტობუსით კომუნიკაცია. მარშრუტის გახსნას საკურორტო სეზონის დასაწყისისთვის ვგეგმავთ, წლის ბოლომდე აუცილებლად გაიხსნება", - განაცხადა ლუკაშენკომ.მისივე თქმით, ოქტომბრიდან იალტიდან მინსკის მიმართულებით ავტობუსი მოძრაობა, რაც "ძალიან მოგებიანი". შარშან ავტობუსი ევპატორიიდან ოკუპირებული სოხუმის მიმართულებითაც გავიდა.ლუკაშენკოს თქმით, თუ მოთხოვნა იქნება რეისები ყოველდღიურად შესრულდება, გზას სამი დღე დასჭირდება.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია

1707412300

"პეტრე კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში.საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აღნიშნულია სუსის ინფორმაციაში. 

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

1707218621

"საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან საკუთარი თვალით იხილეს რუსული ოკუპაციის შედეგები - უკანონო ინფრასტრუქტურა, ჩაკეტილი გადასასვლელები და ხელოვნური ბარიერები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოსული ყველა სტუმარი, ყველა პარტნიორი ესტუმროს საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნოს თუ როგორია რუსული ოკუპაციის სასტიკი სახე და სად გადის ევროპული უსაფრთხოების წინა ხაზი. დღეს აქ ნანახი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის გაძლიერება, რათა საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია მოხდეს და რუსეთმა საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს პატივი სცეს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.კანონმდებლები საქართველოში ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით პირველად გაიმართა.

ოკუპირებულ გაგრის რაიონში საბაგირო ჩაწყდა - დაიღუპა რუსეთის მოქალაქე

1707047249

ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულია 28 წლის მამაკაცი."28 წლის მამაკაცი საბაგირო გზით სარგებლობდა. რაღაც მომენტში ტროსი გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან ჩავარდა", - განაცხადეს სამსახურში.დაღუპული ორენბურგის ოლქის მცხოვრები იყო. 

დავით ქაცარავას ინფორმაციით, ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში ხანძარია

1706629543

"ამ წუთებში საკმაოდ დიდი ცეცხლის კერას ვხედავთ ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში.სულ ცალ წიხლზე ჰკიდიათ ოკუპანტებს ჩვენი ბუნების წვის ამბავი - ერთი სახანძრო მანქანაც კი არ შეინიშნება ახლომახლო", - წერს დავით ქაცარავა.  

ოკუპირებულ სოხუმში აფხაზ ხელოვანთა ოქროს ფონდი დაიწვა

1705839541

განადგურებულია გალერეაში დაცული ყველა ნამუშევარი. საუბარია 4 000-მდე ეგზემპლარზე.გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი შენობის მეორე სართულზე გამთენიისას გაჩნდა და მთელი შენობაზე გავრცელდა.წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. 

რუსეთის საზღვაო ძალების ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა, წელს ამოქმედდეს

1705079625

შამბას ინფორმაციით, ოჩამჩირის ყურეში სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, ამ ეტაპზე დაპროექტება მიმდინარეობს."მისი ფუნქციონირება შესაძლოა, წელს დაიწყოს, თუმცა გამიჭირდება მისი გაშვების ზუსტი დროის დასახელება და ასევე იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა განთავსდება პუნქტში. ეს იქნება ბაზირების ადგილი, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული.რუსეთმა აიღო ვალდებულებები აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ისინი, 2008 წლიდან ზღვაზე გემის დაკავების ინციდენტი არ გვქონია, საზღვაო ზონაში მშვიდი ვითარებაა. შეთანხმებით ვალდებულებები აქვს აფხაზურ მხარესაც და ჩვენც ვასრულებთ მათ", - განაცხადა შამბამ.უკრაინის სარდლობა აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებული რუსული სამხედრო გემები მათი ლეგიტიმური სამიზნე გახდება."ჩვენთვის ლეგიტიმური მიზანია ნებისმიერი გემი, რომელიც ატარებს რუსეთის საზღვაო ძალების წმინდა ანდრიას დროშას, სადაც არ უნდა იყოს ის მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ ნაწილში", - აცხადებს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი ოლექსი ნეიჟპაპა.