სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებულების ოჯახები მოინახულა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებულების ოჯახები მოინახულა

A+ A-

16:25 13/02/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ განმუხურში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებულების ოჯახები მოინახულა.

ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით,  მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სხვა უცხოური ორგანიზაციები. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ გატაცებული ოჯახის წევრებს დაპირდა, რომ ხელიუსუფლება ყველანაირად ეცდება, გატაცებულები უსწრაფესად იყვნენ გათავისუფლებული.

შეგახსენებთ, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელ განმუხურში მცხოვრები ორი პირი – ჟ.მ. და ე.გ. დღეს  გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მამაკაცები დაკარგულ ცხენს ეძებდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს. მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.