ოკუპირებულ აფხაზეთში 2019 წელს ე.წ. ღორის გრიპის 49 შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში 2019 წელს ე.წ. ღორის გრიპის 49 შემთხვევა დაფიქსირდა

A+ A-

11:39 13/02/2019

ოკუპირებულ აფხაზეთში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ე.წ. ღორის გრიპით დაავადების 49 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ რადიო „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლიუდმილა სკორიკმა განაცხადა.

სკორიკის ინფორმაციით, გრიპით დაავადებულები უმეტესად  ბავშვები და მოზარდები არიან, თუმცა უფრო ბავშვები ჭარბობენ, ვინაიდან ყველაზე მეტი სინჯები ბავშვებს აუღეს. „როგორც კი აღნიშნულის პროფილაქტიკას დავიწყებთ, დაავადება გაქრება“, - განაცხადა სკორიკმა.

მისივე თქმით, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევები იზრდება.

„ჩვენი მოსახლეობა სანიტარული თვალსაზრისით განათლებული რომ ყოფილიყო, ვაქცინაცია რომ დროულად ჩაეტარებინათ, ამ დაავადებას საერთოდ არ ექნებოდა ადგილი“, - განაცხადა ლიუდმილა სკორიკმა.

შეგახსენებთ,  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა.