ქართველმა რეჟისორმა „MTV“-ს ჯილდო მიიღო
ქართველმა რეჟისორმა „MTV“-ს ჯილდო მიიღო

A+ A-

15:59 17/10/2018

ქართველმა რეჟისორმა ლევან ციგურიშვილმა, გუშინ გამართულ „MTV“ -მუსიკალურ დაჯილდოვებაზე Avicii -ის კლიპისთვის ჯილდო მიიღო. ამის შესახებ საზოგადოებას რეჟისორმა სოციალურ ქსელით შეატყობინა.

„ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ ყველა სამუშაოსთვის, რომელიც ერთად გავწიეთ. ჰოგო, მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე. ყოველთვის სიყვარულით გატარებ ჩემს გულში“, – წერს ციგურიშვილი ფეისბუქზე.

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონია ნიუ-იორკში გუშინ, რადიო „სითი მიუზიქ ჰოლში“ გაიმართა, სადაც მსოფლიო შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები გამარჯვებულად სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.