მომღერალი არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა
მომღერალი არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა

A+ A-

15:57 17/10/2018

76 წლის ასაკში სოულის დედოფალი არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა.

CNN-ის ინფორმაციით, მომღერალი დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მის გვერდით ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ.

2010 წელს მომღერალს სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.

მემფისში დაბადებულმა მომღერალმა განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებით Respect, Natural Woman, Think და Say a Little Prayer-ით მოიპოვა.

2005 წელს სოულის დედოფლად წოდებული მომღერალი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა „მილიონობით ამერიკელის გულის დაპყრობისთვის“ საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.