არქეოლოგებმა ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი დასახლება აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი დასახლება აღმოაჩინეს

A+ A-

15:53 17/10/2018

ქუთაისში, გორას დასახლებაში, ცაცხვების ქუჩაზე არქეოლოგებმა ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი დასახლება აღმოაჩინეს. ადგილზე, სადაც კერძო მფლობელი საკუთარი სახლის მშენებლობისას საძირკველის სამუშაოებს აწარმოებდა, ძველი ნივთები გამოჩნდა.

„ჩვენ გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტერიტორიაზე ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი უბანი იყო. ამიტომ სამშენებლო სამუშაოებს თვალყურს ვადევნებდით. ეს დასახლება უნდა იყოს ძველი ქალაქის სამეურნეო უბანი. სადაც აღმოჩენილია ქვევრების, თონეებისჭა-მაცივრების და მინისა და კერამიკული ნაწარმის ნაშთები, რომლებიც მე-11 მე-13 საუკუნეებით თარიღდება”,-განაცხადა პირველ არხთან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალის მმართველმა როლანდ ისაკაძემ.

ადგილზე გრძელდება აღმოჩენილი ნივთების ალაგების სამუშაოები. აღმოჩენილ ნივთებს სახელმწიფო საცავში გადაიტანენ.