ბრიტანელი მამაკაცი, რომელსაც ქალის მკვლელობა ედება ბრალად, საქართველოში იმალება?
ბრიტანელი მამაკაცი, რომელსაც ქალის მკვლელობა ედება ბრალად, საქართველოში იმალება?

A+ A-

14:22 23/01/2019

ბრიტანელი მამაკაცი, რომელსაც ახალგაზრდა ქალის მკვლელობა ედება ბრალად, საქართველოში იმალება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ცნობილი გამომცემლობის ინფორმაციით,  არსებობს ჩანაწერები, რომელითაც დასტურდება, რომ ჯეკ შეფერდი თბილისში იმყოფება და მას  საქართველოს ტერიტორია რ დაუტოვებია.

ცნობისთვის, ჯეკ შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო, კატერი გადაბრუნდა, რასაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამაკაცმა გოგონას დახმარება არც სცადა, ხოლო სამაშველო სამსახური შეცდომაში შეიყვანა.

შემთხვევა 2015 წლის დეკემბერში მოხდა, შეფერდი კი 2018 წლის ივლისში სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაუჩინარდა და მისი პოვნა პოლიციელებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს.