დიდმა ბრიტანეთმა ალინა კაბაევას და პუტინის ყოფილ ცოლს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა ალინა კაბაევას და პუტინის ყოფილ ცოლს სანქციები დაუწესა

A+ A-

18:17 13/05/2022

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვას სანქციები დაუწესა. კერძოდ, სიაშია ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომელიც მრავალი წელია პუტინის პარტნიორია და, არსებობს ვარაუდი, რომ მათ სამი შვილი ჰყავთ.

სანქციები შეეხო პუტინის ყოფილ ცოლს ლუდმილა პუტინას, რომელსაც ოფიციალურად 2014 წელს გაშორდა.

სიაშია არიან ასევე კაბაევას ბებია ანა ზაცეპოლინა, პუტინის სამი ნათესავი და მისი ქალიშვილის ნათესავებიც.