ზელენსკი - მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს შუამავლების გარეშე
ზელენსკი - მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს შუამავლების გარეშე

A+ A-

15:33 13/05/2022

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა კრემლის ხელმძღვანელს ვლადიმირ პუტინს პირისპირ შეხვდეს და ესაუბროს დიალოგის პირობებით და არა ულტიმატუმებით.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხი დღითიდღე რთულდება.

"მე ასე ვფიქრობ, რადგან ყოველდღიურად ხდება პატარა ქალაქების დეოკუპაცია და ვხედავთ დამცირების, წამების, სიკვდილით დასჯის კვალს, რომელიც რუსმა სამხედროებმა დატოვეს. ამიტომაც რთულდება მოლაპარაკებების შესაძლებლობის მომენტი. უკრაინულ საზოგადოებას 8 წელი სურდა რუსეთის ფედერაციასთან საუბარი, ახლა ამ საკითხზე პოზიტიურად არავინ არის განწყობილი.

როგორც პრეზიდენტი, მე მზად ვარ, ვისაუბრო პუტინთან, მაგრამ მხოლოდ მასთან, შუამავლების გარეშე, დიალოგის პირობებით და არა ულტიმატუმებით“, – განაცხადა ზელენსკიმ იტალიურ Rai 1-თან ინტერვიუში.