"ვითომ თავისი დანაშაულის გამომზეურებით, მოინდომეს ბორინკას სკანდალის გადაფარვა"
"ვითომ თავისი დანაშაულის გამომზეურებით, მოინდომეს ბორინკას სკანდალის გადაფარვა"

A+ A-

12:10 27/04/2022

კი ვადასტურებ, ეს მაქვს ნათქვამი, ომის პირველ დღეებში, კიევში ყოფნისას, ჩვენი პარტიის ერთერთ ჩატში. მერე?, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე წერს.
 
„ქოცებმა ამით ის დაადასტურეს, რომ გვისმენენ, რაც არავისთვის ახალი არაა და ამ რუსული, გავრილოვების, მოღალატური რეჟიმისთვის ხელისუფლების შენარჩუნების ერთერთი დანაშაულებრივი მეთოდია.

ახლა საინტერესოა, ამაზე გამოძიებას ბორინკას ჯიბის პროკურატურა ფორმალურად მაინც თუ დაიწყებს.

ცხადია რეზულტატი იქნება ისეთივე ნოლი როგორც ამგვარ და (ამ რეჟიმის მიერ ჩადენილ) ბევრად მძიმე სხვა დანაშაულის ფაქტის გამოძიებისას.

ვითომ თავისი (მორიგი) დანაშაულის გამომზეურებით, მოინდომეს ბორინკას სკანდალის გადაფარვა.

ეს მოწმობს, რომ მაგრად შეშინდნენ და ისტერიკაში არიან, რადგან “მოღალატეს უკანალი ეწვის” და ხვდებიან, რომ ბორინკას და მათი პარპაშის მომენტი ახლოვდება“, - წერს ბარამიძე.