გარდაიცვალა მომღერალი როსტომ საგინაშვილი, რომლის მიერ შესრულებული "ჩაკრულო" კოსმოსში გაიგზავნა

81 წლის ასაკში ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებელი როსტომ საგინაშვილი გარდაიცვალა.
როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული „ჩაკრულო“ 1977 წელს კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიაჯერმა“, ოქროს ფირფიტით, მზის სისტემაში გაიტანა.
"ჩაკრულო“ NASA-მ მსოფლიოს 25 საუკეთესო სიმღერას შორის შეიტანა. როსტომ საგინაშვილი „ჩაკრულოს“ ამ ჩანაწერში ილია ზაქაიძესთან ერთად ასრულებდა.