მწვერვალ დედაენაზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს
მწვერვალ დედაენაზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

A+ A-

21:31 23/11/2021

მწვერვალ დედაენაზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენები ლევან მუშკუდიანი და ილია კოკაია მწვერვალის დასალაშქრად რამდენიმე საათის წინ წავიდა, შემდეგ კი სამაშველო სამსახურში მუშკუდიანმა დარეკა და დახმარება ითხოვა, რადგან მისი თქმით, მისი მეგობარი წაიქცა და დაშავდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ სამაშველო ჯგუფი უკვე გასულია და ინფორმაციას მიღებისთანავე მოგვიანებით გაავრცელებენ.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.