მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის გაკეთება უფასოდ პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ
მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის გაკეთება უფასოდ პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ

A+ A-

13:26 23/11/2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის გაკეთება უფასოდ პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.

NCDC-ის განცხადებით, გრიპის ვაქცინა 6 თვის ასაკის ზემოთ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის ვაქცინით ასაცრელად მოქალაქეებმა ადგილობრივ პოლიკლინიკებს უნდა მიმართონ.

"აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროულად ადმინისტრირების რეკომენდაცია გასცა. ორი ვაქცინით ერთდროულად აცრა სრულიად უსაფრთხოა.

სეზონური გრიპისგან თავის დაცვა, კოვიდპანდემიის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - აღნიშნავენ დაავადებათ კონტროლის ცენტრში.