ელენე ხოშტარია - პროცესი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, კიდევ ერთი კვირა მომიწევს აქ ყოფნა
ელენე ხოშტარია -  პროცესი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, კიდევ ერთი კვირა მომიწევს აქ ყოფნა

A+ A-

17:24 21/11/2021

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობის შემდეგ "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკაში იმყოფება და  მკურნალობის კურსს კიდევ 1 კვირის განმავლობაში გაივლის. ამის შესახებ ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

"მეგობრებო, ვაგრძელებ მკურნალობას ნიუ ჰოსპიტალში. პროცესი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს. კიდევ ერთი კვირა მომიწევს აქ ყოფნა. ჯერ საკვებზე არ გადავსულვარ, რაღაც სპეციალურ სითხეებს მასმევენ. ალბათ, ზეგიდან შემომაპარებენ საჭმელს ნელ-ნელა.

ბოდიში შეიძლება მესიჯებზე ვერ გიპასუხოთ ძირითადად მძინავს.

მადლობა ყველას", - წერს ხოშტარია.