"ჩემი დედამთილის დაბადების დღეა, უძლიერესი ქალია და ძალიან ბევრი რამ ძალიან ღირსეულად გადაიტანა"
"ჩემი დედამთილის დაბადების დღეა, უძლიერესი ქალია და ძალიან ბევრი რამ ძალიან ღირსეულად გადაიტანა"

A+ A-

01:07 11/11/2021

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი გიული ალასანიას დაბადების დღეს ულოცავს.

"ხვალ ჩემი დედამთილის, გიული ალასანიას დაბადების დღეა. მეტირება როდესაც ვფიქრობ მის განცდებზე: ერთადერთი შვილი უდანაშაულოდ ზის ციხეში და ელემენტარული უფლებებისთვის იბრძვის: სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება!

ხვალ ასევე ჩვენი ოჯახის დიდი მეგობრის, გელა ჩარკვიანის დაკრძალვაზე მისვლას აპირებს, რაც ასევე უმძიმეს გულისტკივილს წარმოადგენს.

გიული უძლიერესი ქალია და ძალიან ბევრი რამ ძალიან ღირსეულად გადაიტანა. ამ ბოლო დროს ის მე მაწყნარებს როცა მიჭირს: შენც ჩემი შვილი ხარ, სანდრა, გაძლიერდი!

გილოცავ გიული, სულით და გულით! მიშას გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში შენი დაბადების დღის საჩუქარი ყოფილიყოს!", - წერს რულოვსი სოციალურ ქსელში.