"მივმართავ ჩემთვის ძვირფას ადამიანს ნიკა მელიას, 10 ოქტომბერს რუსთაველზე გელი ძვირფასო"
"მივმართავ ჩემთვის ძვირფას ადამიანს ნიკა მელიას, 10 ოქტომბერს რუსთაველზე გელი ძვირფასო"

A+ A-

20:41 08/10/2021

10 ოქტომბერს 17:00 საათზე რუსთაველზე – სახალხო აქცია – სახალხო მოძრაობა მიშას თავისუფლებისთვის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, – ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

"10 ოქტომბერს 5 საათზე რუსთაველზე – სახალხო აქცია – სახალხო მოძრაობა მიშას თავისუფლებისთვის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით. მივმართავ ყველას, მეგობარს – არამეგობარს, უპირველესად ჩემთვის ძვირფას ადამიანს ნიკა მელიას პარტიის ლიდერს და კარგ მებრძოლს, 10 ოქტომბერს 5 საათზე რუსთაველზე გელი ძვირფასო, ვიცი რა ბრძოლაშიც ხარ მეგობარო, ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებით, სახელმწიფოებრიობას ვიცავთ, (რაც უფრო დროულად გავაკეთებთ ამ აქციას ჯობია, დრო ჩვენზე არ მუშაობს) ამიტომ მხარდამჭერების თხოვნით გადაწყდა 10 ოქტომბერს 5 საათზე, ვაგრძელებთ და შემდეგ აქციამდე ანუ 14 -მდე ჩვენი საერთო საქმისთვის, რადგან დრო არ ითმენს!! გულწრფელად მჯერა შენი მეგობრობის….

ყველას გელით მეგობრებო (კაცი შიმშილობს -პრეზიდენტი )10 ოქტომბერს 5 საათზე !რუსთაველზე – სირცხვილია სხვაგვარად საქართველოსთვის“, – წერს თაკო ჩარკვიანი.