ლაშა ბექაური სამი წლის განმავლობაში კიმონოზე ოქროს არშიით იასპარეზებს
ლაშა ბექაური სამი წლის განმავლობაში კიმონოზე ოქროს არშიით იასპარეზებს

A+ A-

19:10 29/09/2021

ლაშა ბექაური მომდევნო სამი წლის განმავლობაში კიმონოზე ოქროს არშიით იასპარეზებს. ასეთი პატივი მხოლოდ ერთეულებს, ოლიმპიურ ჩემპიონებს ეძლევათ.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ბექაურს ოქროს არშიის ტარების უფლება დღეს მისცა.

"ოქროსფერი არშიით ასპარეზობის უფლება მხოლოდ ერთეულებს ეძლევათ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მხვდა წილად ოქროს ასოებით ვატარო ჩემი ქვეყნის ჩემი გვარის და ჩემი ხალხის ღირსება და მთელი ძალებით დავიცვა“, - წერს ბექაური სოციალურ ქსელში.