კოვიდინფიცირებული 27 398 ადამიანიდან 5 785 საავადმყოფოში მკურნალობს
კოვიდინფიცირებული 27 398 ადამიანიდან 5 785 საავადმყოფოში მკურნალობს

A+ A-

10:57 15/09/2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა - 159, იმერეთი - 393, ქვემო ქართლი - 151, შიდა ქართლი - 143, გურია - 61, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 251, კახეთი - 338, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 398 საიდანაც: 5 785 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 346, აჭარაში - 661, იმერეთში - 1 047. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 347 პირი, მათ შორის, თბილისში - 537, აჭარაში - 156, იმერეთში - 348. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 350 პირი,  მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 24, იმერეთში - 30. 1 318 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 707 - თბილისში, 375 - აჭარაში. 20 295 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 2.

სულ  6 ოქტომბრიდან - 14 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 149 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 692 ადამიანი.