"გავსკდი ტირილით, გულისგასაგლეჯად ლამაზად გააცილეს, თან იმ მელოდიის ფონზე"
"გავსკდი ტირილით, გულისგასაგლეჯად ლამაზად გააცილეს, თან იმ მელოდიის ფონზე"

A+ A-

23:49 10/09/2021

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ფრანგი მსახიობის, ჟან პოლ ბელმონდოს გარდაცვალებასა და მისი დაკრძალვის ცერემონიას ეხმაურება:

"გავსკდი ტირილით ჟან პოლ ბელმონდოს დაკრძალვის ყურებისას. გულისგასაგლეჯად ლამაზად გააცილეს თან იმ მელოდიის ფონზე.

ასე გვეცლება ნელ–ნელა ჩვენი ბავშვობა – ასეთი ლეგენდების წასვლით..." - წერს სარიშვილი.

ფრანგული კინემატოგრაფის ლეგენდა ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში, 6 სექტემბერს გარდაიცვალა.

პარიზში, 9 სექტემბერს, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ეროვნული ცერემონია გაიმართა.