ზურა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭება ქუჩას, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა
ზურა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭება ქუჩას, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა

A+ A-

23:40 07/09/2021

თბილისში, ერთ-ერთ ქუჩას მომღერალ ზურა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი ზურა ხაჩიძე წერს.

"გილოცავ, ჩემო ზურა და ყველას ვულოცავ ვისაც ჩვენი ზურა დოიჯაშვილი უყვარს!..

საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზურა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭება ქუჩას, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა!

მადლობა საკრებულოს ყველა წევრს, ვინც დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას! მიშა მესხი, განსაკუთრებული მადლობა შენ, ჩემო ძმაო", - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი მძიმე ავადმყოფობისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, 14 თებერვალს გარდაიცვალა.