მაკა ჩიჩუა - ქუთაისში გაიმართა დიდი ქორწილი, ქორწილის ხარჯებში ჯარიმაც წინასწარ გათვლილი იყო
მაკა ჩიჩუა - ქუთაისში გაიმართა დიდი ქორწილი, ქორწილის ხარჯებში ჯარიმაც წინასწარ გათვლილი იყო

A+ A-

13:22 29/08/2021

ქუთაისში რეგულაციების დარღვევით ქორწილი გაიმართა, სადაც ჯარიმის თანხა ხარჯებში იყო გათვალისწინებული. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა წერს.

"ახლახან ასეთი ამბავი გავიგე… ქუთაისში გაიმართა დიდი ქორწილი, თავისი ტაშფანდურით და "ტრადიციული" სმა-ჭამით … გათვალისწინებით იმისა, რომ ამ ტიპის თავყრილობები ჯარიმდება, ქორწილის ხარჯებში ეს ჯარიმაც წინასწარ გათვლილი იყო. რაზე ვლაპარაკობთ, ღმერთმანი...", - წერს მაკა ჩიჩუა.