საბერძნეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ქართველმა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო
საბერძნეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ქართველმა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

A+ A-

12:47 26/08/2021

საბერძნეთში 55 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ქართველმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 48 წლის ქართველმა ბრალდებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო.

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საქართველოს მოქალაქე ქართველი ქალი ორი დღის წინ მოკლეს. მეგობარმა მამაკაცმა ის საცხოვრებელ სახლში ჯერ სცემა, შემდეგ კი ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.