გიგი უგულავა - ჩავყაროთ ყველა მუქარა რაც კი ოცნებას უკადრია პირდაპირ თუ ირიბად
გიგი უგულავა - ჩავყაროთ ყველა მუქარა რაც კი ოცნებას უკადრია პირდაპირ თუ ირიბად

A+ A-

11:49 12/11/2018

პარტია "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა  საზოგადოებას მოუწოდებს, ყველა ის მუქარა გაასაჯაროვოს, "რაც ოცნებას" "უკადრებია“.

"ვუსმინე ზურაბიშვილს. იმედი მქონდა მეჩითოვს გაემიჯნებიდა. მუქარებზე ისაუბრა. ცუდია თუ ასეთები მართლაც არის. მაგრამ... მუქარა სახიფათოა, როცა ის ხელისუფლებიდან და არა ოპოზიციიდან მოდის. მოდით ხალხნო, ამოვყაროთ და აქ ჩავყაროთ ყველა მუქარა რაც კი ოცნებას უკადრია პირდაპირ თუ ირიბად“, - წერს გიგი უგულავა

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,  მას და მის ოჯახს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, მუქარის ავტორები ყოფილი სამხედროები არიან ,რომლებიც  ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან კავშირში.