სოფო კილაძე - ამ ბავშვების წყევლა და ბილწი სიტყვებით მოხსენიება ადამიანობაში როგორ ჯდება?
სოფო კილაძე - ამ ბავშვების წყევლა და ბილწი სიტყვებით მოხსენიება ადამიანობაში როგორ ჯდება?

A+ A-

10:56 12/11/2018

"ქართული ოცნების" დეპუტატი სოფო კილაძე  რეპერ ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის გვერდზე აქვეყნებს.

„ვულოცავ ამ ულამაზეს წყვილს გაბედნიერებას! რაც მათ ოჯახს სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვს, ღმერთმა ერთი ასად დაუბრუნოს.

აჭრელებულია სოციალური ქსელი პროპაგანდისტების უშვერი ლანძღვა-გინებით. ასეთებს მინდა მივმართო: შეიძლება კონკრეტული პოლიტიკოსი მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, მაგრამ ამ ბავშვების წყევლა და ბილწი სიტყვებით მოხსენიება, ან ადამიანობაში როგორ ჯდება, ან მორალში?! ან ოჯახები და შვილები არ გყავთ?! რა სვეტიცხოვლის გადაკეტვაზეა საუბარი?

ეს ნაც-რუსული პროპაგანდა იმდენად მოედო უკვე საზოგადოებას, რომ ძალიან რთული იქნება სიმშვიდისა და დაბალანსებისკენ წასვლა, სამწუხაროდ, ძალიან რთული", - წერს სოფო კილაძე.

შეგახსენებთ, გუშინ სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერა გაიმართა. ქორწილი კი კოჯორში რესტორან „ბიოლში“ გადაიხადეს.