ბაია პატარაია - ,,ბატონი ბიძინი რა დარეხვილი ტუტუციცაა, ვიცით, საპატრიარქომ რატომ მიაქირავა სვეტიცხოველი ოლიგარქს?!“
ბაია პატარაია - ,,ბატონი ბიძინი რა დარეხვილი ტუტუციცაა, ვიცით, საპატრიარქომ რატომ მიაქირავა სვეტიცხოველი ოლიგარქს?!“

A+ A-

17:52 11/11/2018

ქალთა მოძრაობის წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საფარის“ დამფუძნებელი ბაია პატარაია, ბერა ივანიშვილის ქორწილთან დაკავშირებით სვეტიცხოველში მოქალაქებიის დროებით არ შეშვებას ეკლესიის სირცხვილად აფასებს.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს:

"საპატრიარქომ რატომ "მიაქირავა" სვეტიცხოველი თვითმარქვია მეფის ოჯახს?! - ქრისტემ დაგვიბარა, ღარიბები გაყარეთ, როცა მდიდრები ჩემ სახლში მოდიანო, თუ როგორაა ეგ ამბავი?

ქართული ეკლესიის სირცხვილია მრევლის არშეშვება ტაძარში, თორემ ბატონი ბიძინი რა დარეხვილი ტუტუციცაა, ვიცით“,- წერს ბაია პატარაია.

შეგახსენებთ, რომ დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერის ცერემონიალი გაიმართა, სადაც მხოლოდ ქორწილის სტუმრებს შეეძლოთ დასწრება და უბრალო მოქალეებისთვის ტაძარში შესვლა დროებით შეიზღუდა.