სოხუმში ვლადისლავ არძინბას ნათესავი მოკლეს
სოხუმში ვლადისლავ არძინბას ნათესავი მოკლეს

A+ A-

20:10 18/05/2021

სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავი ქემალ არძინბა მოკლეს.

დაჭრილი არძინბა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ქემალ არძინბას სახელი რამდენიმე კრიმინალურ ინციდენტს უკავშირდება. მედიის ინფორმაციით, 2004 წელს მასზე თავდასხმა განხორციელდა. გასულ წელს, როდესაც ვლადისლავ არძინბას სახლი დაცხრილეს, სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის ახლობლები ისროდნენ, რომლებიც თითქოს ქემალ არძინბას ეძებდნენ.