"გახარია გაექცათ, ივანიშვილმა ხელები დაიბანა, თალაკვაძის გაპანღურება მოუწიათ"
"გახარია გაექცათ, ივანიშვილმა ხელები დაიბანა, თალაკვაძის გაპანღურება მოუწიათ"

A+ A-

19:12 18/05/2021

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი მმართველ გუნდთან დაკავშირებით საუბრობს.

"ქართული ოცნება" ფაქტობრივად ჩამოშლილია. პრემიერ-მინისტრი, მათი ნომერ პირველი კაცი, გაექცათ არჩევნებიდან რამდენიმე თვეში. მათი პარტიის თავმჯდომარემაც, მართალია ფორმალურად, მაგრამ საჯაროდ ხელები დაიბანა და თქვა, რომ ახლა მე აქ არაფერი არ მესაქმება და მეტიც, "ქართული ოცნების" წევრიც აღარ ვარო, თქვა და ბიძინა ივანიშვილმა დაიბუდა სხვაგან. გახარიამ პასუხისმგებლობები აირიდა. აგერ, არჩილ თალაკვაძის გაპანღურება მოუწიათ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან და ახლა ეპოტინება მოადგილეს, რომ ხელფასი ჰქონდეს და ალბათ, ავტომობილით ისარგებლოს. წარმოუდგენელია მისი მდგომარეობა, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ჩემი ადგილი კოლეგებთან არისო და მერე ალბათ, მიაღწია იმას, რომ მოადგილეა ახლა პარლამენტის თავმჯდომარის. სასაცილოა ხომ? თანამდებობებს ინაწილებენ მუდმივად. პლიუს ამას, არ დაგვავიწყდეს, 6 დეპუტატი გახარიას გაყვა. აგერ კახიშვილი, რომელიც ისანში მაჟორიტარობის კანდიდატი და წლების განმავლობაში მათი პარტიის წარმომადგენელი იყო, დღეს პარლამენტშია, კაცი გაოგნებული ლაპარაკობს საჯაროდ, რომ არ მელაპარაკებიანო. ასეთი ხელისუფლების პირობებში ვარ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, 43%-ზე ნაკლები აიღოს "ოცნებამ" როგორმე და ამის შემდეგ მოვემზადოთ ვადამდელი არჩევნებისთვის. სხვა გზა, სხვა გამოსავალი, არა თუ რომელიმე პარტიისთვის, ქვეყნისთვის არ არსებობს", -აცხადებს ხაბეიშვილი.