"კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა თავის დაწვა სცადა
"კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა თავის დაწვა სცადა

A+ A-

17:38 18/05/2021

ბათუმში, ცოტა ხნის წინ, მოქალაქემ თავის დაწვა სცადა. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელ მერაბ ღოღობერიძეზე, რომელმაც ბენზინი გადაისხა. ის ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

ადვოკატის ცნობით, ღოღობერიძემ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ფინანსურ პოლიციაში მის წინააღმდეგ აღძრული საქმის დეტალების გასაცნობად მივიდა, თუმცა გამომძიებლები არ შეხვდნენ.

ფინანსურ პოლიციას ღოღობერიძის წინააღმდეგ გამოძიება აქვს დაწყებული.