"ავიღოთ ყველა რეგიონში და როგორც ლოტოს თამაშობენ, ჩავყაროთ იქ ყველა უბნების ნომრები"
"ავიღოთ ყველა რეგიონში და როგორც ლოტოს თამაშობენ, ჩავყაროთ იქ ყველა უბნების ნომრები"

A+ A-

16:49 18/05/2021

პარტია "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, საკუთარი წინადადება დააყენა.

მისი ინიციატივაა, საარჩევნო უბნების შერჩევა ლოტოტრონით მოხდეს.

"ავიღოთ ყველა რეგიონში და როგორც ლოტოს თამაშობენ, ჩავყაროთ იქ ყველა უბნების ნომრები. ვიღებთ ყუთს, სადაც იქნება ეს ნომრები, ვატრიალებთ და ამოგვაქვს რომელიმე უბანი. ამით ჩვენ ვიქნებით გარანტირებული, რომ ჩვენ არ მოგვიძებნია რომელიმე უბანი, არაფერი მიკერძოებულად არ იყო"- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.