"ევროპული საქართველო" იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გამოიყენებს"
"ევროპული საქართველო" იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გამოიყენებს"

A+ A-

16:17 18/05/2021

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის საბოლოო გადაწყვეტილებით, ისინი  შარლ მიშელის დოკუმენტს არ შეუერთდებიან.

გიგა ბოკერიას განცხადებით, არსებული პარლამენტი არალეგიტიმურია და პარტიის სახელით საკანონმდებლო ორგანოში "ევროპული საქართველო" წარმოდგენილი არ იქნება.

"ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვნად, პარტიის პოზიცია არის, რომ "ევროპულმა საქართველომ", ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში, არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ამიტომ პოლიტიკურად, "ევროპული საქართველო" იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გამოიყენებს.

სამწუხაროდ, ბატონ ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში განსხვავებული აზრი გვქონდა. მას ჰქონდა სურვილი, რომ ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი. უფრო მეტიც, ის სრულად ემორჩილებოდა იმ შეთანხმხებას, რომელიც ჩვენ პარტიის შიგნით გვქონდა. თუ ჩვენ შევიდოდით პარლამენტში, თუ აღდგენოდა სიები, ის იმ კონკურენციის წესით, სხვა ადამიანს  დაუთმობდა თავის ადგილს, მაგრამ ჩვენ რადგან პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში, ამ საკითხზე გაიყო და ის ამ პარლამენტში "ევროპულ საქართველოს" არ წარმოადგენს"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.