საქართველოში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი

A+ A-

10:54 18/05/2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 443 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 242 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 562 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  332 441-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.85%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.72%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 490  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 312 349-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 499 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 136, ქვემო ქართლი - 98, შიდა ქართლი - 52, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი -75, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 567, საიდანაც: 4 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  2 432, აჭარაში - 473, იმერეთში - 549. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში - 445, აჭარაში - 98, იმერეთში -160. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი, მათგან თბილისში - 138, აჭარაში - 7, იმერეთში - 16. 662 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 359 - თბილისში, 267- აჭარაში.  10 562 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 9.

სულ  6 ოქტომბრიდან - 17 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 673 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 637 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 025 პირი, აჭარაში - 1 462, იმერეთში - 1 790.