პეკინის გამზირზე ხანძრის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
პეკინის გამზირზე ხანძრის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

A+ A-

10:15 18/05/2021

თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძრის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ქალი მეხუთე სართულზე ცხოვრობდა და ხანძრის დროს ის შიშის გამო სავარაუდოდ, აივნიდან გადახტა.

ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც დაშავებული გადაიყვანეს, აცხადებენ, რომ მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.