"ჩვენ გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს წარსულს ჩაბარდება"
"ჩვენ გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს წარსულს ჩაბარდება"

A+ A-

19:23 17/05/2021

უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერდა მხარს უკრაინას. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს, ვართ ახლო მეგობრები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენ გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, ეს წარსულს ჩაბარდება. აპრილის თვეში, საუბარი გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, იმედი მქონდა, რომ ჩამოვიდოდა ვიზიტით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვიზიტი ვერ შედგა, იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში მაინც გვესტუმრება ქალბატონი პრეზიდენტი უკრაინაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით კიევში იმყოფება.