პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

A+ A-

18:14 17/05/2021

პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ. შეხვედრას ესწრებიან უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი, „ლელოს” რამდენიმე ლიდერი, ასევე „ევროპელი სოციალისტების”, „გირჩის” და „სტრატეგია აღმაშენებელის” წარმომადგენლები.

დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა პოზიციები უნდა შეაჯერონ, რის შემდეგაც დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რამდენიმე საკითხზე პრინციპული პოზიცია მიღწეულია, განსახილველია კიდევ ექვსი საკითხი.