დმანისში ვითარება ისევ დაიძაბა
დმანისში ვითარება ისევ დაიძაბა

A+ A-

17:59 17/05/2021

დმანისში ვითარება ისევ დაძაბულია. რამდენიმე წუთის წინ, ადამიანებმა, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ დმანისის ცენტრში შესვლას, პოლიციის კორდონი გაარღვიეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურად დაპირისპირებასაც.

დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ. დააზიანეს ტექნიკა, ჯოხი დაარტყეს "მთავარის" ჟურნალისტს.

დმანისთან შესასვლელი გზები სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის წინ გადაკეტეს, რასაც მაშინვე მოჰყვა უკმაყოფილება.