"ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში"
"ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში"

A+ A-

15:24 17/05/2021

დმანისში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა.

"როგორც ეთნიკურად აზებაიჯანელები თუ ქართველები - ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან, ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან ყველა. ამას არ დავუშვებთ, დაისჯება უმკაცრესად, ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა.

გამოძიება დაწყებულია, გამოკითხვა მიმდინარეობს და ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ. ცუდი სიტუაცია იყო, გეთანხმებით და ქაოსური სიტუაცია შეიქმნა ძალიან სწრაფად. გუშინდელის მერე გაძლიერებული იყო პოლიცია, შემოყვანილი იყო მეტი ძალები, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. გაათმაგებული იყო ძალები, მაგრამ ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა დმანისში და სიტუაცია ამის შემდეგ განიმუხტა.

ეთნიკურად აზერბაიჯანელები ჩვენი მოქალაქეები არიან პირველ რიგში, მეორე, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეზობელია და ჩვენი მეგობრები არიან. ქვეყნის მტრობაა ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა და ეს უნდა გაღვივდეს და გამწვავდეს, ამას არ დავუშვებთ"-განაცხადა მინისტრმა.