დმანისში ვითარება დაიძაბა (Live)
დმანისში ვითარება დაიძაბა (Live)

A+ A-

11:35 17/05/2021

დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე, ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ადგილი აქვს ხმაურსა და მორიგ დაპირისპირებას.

დაპირისპირება ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და ეკომინგრანტებს შორის მიმდინარეობს. ისვრიან ქვებს და მიემართებიან ხელკეტებით. ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა გუშინდელ ინციდენტში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებენ.

პოლიცია ადგილზე სიტუაციის განმუხტვას ცდილობს. შეტაკებისას რამდენიმე სამართალდამცველიც დაშავდა. სავარადუდოდ, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი