საბერძნეთში ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 36 წლის ქართველი დააკავეს
საბერძნეთში ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 36 წლის ქართველი დააკავეს

A+ A-

10:29 17/05/2021

საბერძნეთში ახალგაზრდა ქალის მკვლელობასა და ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი 36 წლის ქართველი მამაკაცი დააკევს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მან 20 წლის ქალი გაგუდა და ქვეყნის დატოვება ყალბი პასპორტით სცადა.

მომხდარის შესახებ საბერძნეთში მყოფი ერთ-ერთი ემიგრანტი წერს, რომ დაკავებული ერთ-ერთია იმ 5 ყაჩაღიდან, რომლებიც 7 მარტს ათენის განაპირა უბანში ახალგაზრდა წყვილს თავს დაესხა.

გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ახლადნამშობიარები დედა ჩვილისა და ქმრის თვალწინ გაგუდეს. ამის შემდეგ დაჯგუფებამ ხანშიშესული ცოლ-ქმარიც გაკოჭა და დააყაჩაღა.

ეჭვმიტანილი საქართველოს მქოალაქე თურქეთის საზღვარზე, დეენემით იდენტიფიცირების საფუძველზე   დააკავეს.