"ერთობა, რაობა და იმედის" მხარდამჭერები 9 აპრილის ბაღში არიან შეკრებილი
"ერთობა, რაობა და იმედის" მხარდამჭერები 9 აპრილის ბაღში არიან შეკრებილი

A+ A-

14:40 16/05/2021

"ერთობა, რაობა და იმედის" მხარდამჭერები 9 აპრილის ბაღში არიან შეკრებილი. ადგილზე იმყოფება პარტიის დამფუძნებელიც. ლევან ვასაძე ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს და მხარდამჭერებს სცენიდან მიმართავს.

კითხვებს ვასაძის მხარდამჭერები პასუხობენ.

"ამ მოძრაობამ უნდა შექმნას შენაარსობრივი, ალტერნატივა ადამიანებისთვის. აქამდე ალტერნატივა გამოიყურებოდა პიროვნულ დონეზე. იყო პირობითად მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ფანკლუბები, მაგრამ ის რაც უნდა გაკეთებულიყო ქვეყანაში, ახლა რომ მოუსმინოთ ერთი და იგივე ტექსტებია. შინაარსობრივად, იდეოლოგიურად განსხვავებული პოლიტიკური ძალა გაჩნდება"-აცხადებენ მხარდამჭერები.