"თუ ვერ შევთანხმდით ძირითად ქალაქებში ერთიან კანდიდატებზე, მაშინ მისია მიუღწეველი იქნება"
"თუ ვერ შევთანხმდით ძირითად ქალაქებში ერთიან კანდიდატებზე, მაშინ მისია მიუღწეველი იქნება"

A+ A-

14:29 16/05/2021

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ თუ ახლა ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაცია არ მოხდება, შემდეგ "თითის გაშვერა" გვიანი იქნება.

"ვინაიდან 43%-იანი ბარიერი შარლ მიშელის დოკუმენტით დაიდო, ამის გამო საჭიროა კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს არის მაჟორიტარების ნაწილში, მერების ნაწილში. თუ არ იქნება კოორდინაცია და თუ ვერ შევთანხმდით ძირითად ქალაქებში ერთიან კანდიდატებზე, მაშინ მისია მიუღწეველი იქნება, რაზეც მერე თითის გაშვერა უკვე გვიანი იქნება. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველამ უნდა გადადოს გვერდზე მათ შორის შეიძლება ლეგიტიმური წყენა", - აცხადებს უგულავა.