"იმედი მაქვს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას"
"იმედი მაქვს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას"

A+ A-

14:05 16/05/2021

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი თვითმმართველობის არჩევნებისას ოპოზიციის საერთო სტრატეგიაზე საუბრობს.

"თვითმმართველობის არჩევნები ძალიან განსხავავებულია სხვა არჩევნებისგან, იგივე საპარლამენტოსგან. შესაბამისად, აქ ოპოზიციის საერთო სტრატეგია არის უმნიშვნელოვანესი. მე იმედი მაქვს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას, იმიტომ რომ ყველა კარგად აცნობიერებს, რომ 43%-იანი ბარიერი, ეს არ არის ის თემა, რომელიც შესაძლებელია, რომ ცალ-ცალკე ოპოზიციურმა პარტიებმა დაძლიონ. ბუნებრივია, აქ მნიშვნელობა ექნება ერთიან სტრატეგიას", - აცხადებს უდუმაშვილი