"მნიშვნელოვანია, მოხერხდეს გონივრული კომპრომისები საკვანძო საკითხებზე"
"მნიშვნელოვანია, მოხერხდეს გონივრული კომპრომისები საკვანძო საკითხებზე"

A+ A-

14:02 16/05/2021

"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციური ძალების კოორდინაცია ყველაზე მნიშვნელოვანია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დავიწყოთ პოლიტიკური კამპანია ჩვენს მოქალაქეებთან ინტერაქციის, მათი ნდობის მოპოვების, გაძლიერების და მოტივირების, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება აუცილებელი და შესაძლებელია. მათ შორის თვითმმართველობის არჩევნების გამოყენებით. რაც შეეხება კოორდინაციას სხვა პოლიტიკურ ძალებთან, აქ ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ცნობილია: მნიშვნელოვანია, ახლა მოხერხდეს გონივრული კომპრომისები საკვანძო საკითხებზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ეს შეეხება როგორც მაჟორიტარების საკითხს, ისე ქალაქებსა და დედაქალაქში, საკვანძო რაიონებში მერობის კანდიდატებს, სადაც არის შანსი პირველივე ტურში გამარჯვების.

სამწუხაროდ, შეთანხმებაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჩვენი პარტნიორების ნაწილის მხრიდან ოპოზიციაში დანერგა იმედგაცრუება, მაგრამ ეს უნდა ამოვქაჩოთ ყველამ, ვინაიდან სხვა გზა არა გვაქვს", - აცხადებს ბოკერია.