"ჩემი პოზიცია არის ძალიან მყარი და ჩამოყალიბებული, რომ ჩემმა პარტიამ უნდა გამოიყენოს ეს ბერკეტიც"
"ჩემი პოზიცია არის ძალიან მყარი და ჩამოყალიბებული, რომ ჩემმა პარტიამ უნდა გამოიყენოს ეს ბერკეტიც"

A+ A-

13:48 16/05/2021

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მისი პარტია პარლამენტში უნდა შევიდეს და თვითმმართველობის არჩევნებს გაძლიერებული დახვდეს.

"ვერ გეტყვით საბოლოო გადაწყვეტილება როდის იქნება მიღებული. პრაქტიკულად ყველა ადამიანის პოზიცია ნაწილობრივ, ახლა ვისთანაც გვქონდა კონსულტაციები, ჩემთვის ცნობილია. ბევრი რამის აწონ-დაწონა გვიწევს.

ჩემი პოზიცია არის ძალიან მყარი და ჩამოყალიბებული, რომ ჩემმა პარტიამ უნდა გამოიყენოს ეს ბერკეტიც. იმიტომ რომ პარლამენტი ერთპარტიული აღარ არის და ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობაზე უნდა შევიდეთ ძლიერად და არა კონკრეტული ინსტრუმენტების ნაკლოვანებით" - აცხადებს დეკანოიძე.

შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.