"იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს"
"იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს"

A+ A-

19:44 15/05/2021

სახალხო დამცველი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"მეგობრებო, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ გავიკეთე ოპერაცია და ამჟამად ვიმყოფები რეაბილიტაციის რეჟიმში.  თავს უკეთ ვგრძნობ და ვმუშაობ დისტანციურად, თუმცა, საჯარო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიქნები პირადად ჩართული. იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

დიდი მადლობა ყველას, ვინც იცოდით და მგულშემატკივრობდით, მადლობა ყველას წინასწარ მხარდაჭერისთვის და კეთილი სურვილებისთვის, რაც ძალიან მაძლიერებს. ბოდიში, ვინც მწერდით და დროულად ვერ გიპასუხეთ"-წერს ნინო ლომჯარია.