აღმაშენებლის ხეივანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
აღმაშენებლის ხეივანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

A+ A-

18:53 15/05/2021

თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს აღმაშენებლის ხეივანში ადგილობრივებმა შემთხვევით მაშინ მიაგნეს, როცა ბალახს თიბავდნენ.

გარდაცვლილია ვინაობა უცნობია. ასევე უცნობია, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანება არ აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მამაკაცს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.