"ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია"
"ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია"

A+ A-

18:47 15/05/2021

დედაენის ბაღში მომხდარი ინციდენტის ადგილას, სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

არსებული ინფორმაციით, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქტივისტებმა დღეს, 15 მაისს, პერფორმანსი მოაწყვეს. ადგილზე მიიტანეს ცისარტყელის ფერებში მოხატული ინსტალაცია "Welcome to the Closet" რომელშიც მუსიკა იყო ჩართული.

აქტივისტების ცნობით, გურამ ფალავანდიშვილმა ინსტალაცია დააზიანა, შეკრებილებს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სცადა ფიზიკურიც.

"ვისხედით, ფეხზე ადგომაც კი ვერ მოვასწარით ისე უცებ მოვიდა, წიხლი კრა ამ ინსტალაციას. ფიზიკურად აქტივისტებს მაგის თანდამსწრე პირი ეჯუჯგურებოდა, აქციის ორგანიზატორები არის დაზარალებული, ერთ-ერთი ბავშვი კანკალებდა, სასწრაფო გამოიძახეს. პოლიცია იდგა აქ და საერთოდ არ მოსულა დასახმარებლად"-აცხადებენ აქტივისტები.

უცნობია დააკავეს, თუ გაარიდეს გურამ ფალავანდიშვილი სამართალდამცველებმა დედაენის ბაღიდან.

ფაქტს ორგანიზაცია Tbilisi Pride-ც გამოეხმაურა.

"დედაენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია “welcome to the closet” გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. როგორც ვიცით, ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ დააკავეთ გურამ ფალავანდიშვილი; დაიცავით ადამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება!"-აღნიშნულია განცხადებაში.