ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყო
ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყო

A+ A-

03:19 14/05/2021

ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ჰამასის" მიერ ისრაელის მისამართით ნასროლი რაკეტები, უკანვე ბრუნდება და ეს პირველი შემთხვევა არ არის - ბოლო სამი დღის განმავლობაში 350 რაკეტა წარუმატებლად გაუშვა, ეს რაკეტები ღაზას სექტორის უდანაშაულო მცხოვრებთა სიცოცხლეს იწირავს", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაუმ განაცხადა, რომ ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

სამი დღის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს უახლოვდება.