"ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით სარგებლობა არ ეკრძალება"
"ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით სარგებლობა არ ეკრძალება"

A+ A-

21:21 13/05/2021

ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით - ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება, - ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ვხვდები, რომ კომუნიკაცია კვლავ პრობლემა, თუმცა, არც ჩვენ ვაკლებთ როცა ან არ გვინდა რომ სწორად გავიგოთ ან უბრალოდ არ გვესმის.

არამერქნულზე ასეთი ამბავია:

- ნებისმიერ მოქალაქეს  არამერქნული ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება!

- წლებია, ბიზნეს ოპერატორები მეწარმეები ითხოვდნენ ლიცენზიას, რომ გამოეყენებინათ არამერქნული ტყის პროდუქტები. არსებული ცვლილებით  ასეთი რესურსით კომერციული საქმიანობა დაიშვა რაც, ახალი რეგულაციის მიღებამდე, აკრძალული იყო.

- არ არსებობდა არამერქნული რესურსის მოპოვების ლეგალური გზა, რის გამოც, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ კანონიერი ბიზნესი ეწარმოებინათ, განეხორციელებინათ რეალიზაცია, მათ შორის,  ექსპორტი, რაც დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მომტანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ახალი „ტყითსარგებლობის წესით”, კომერციული მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის უფლება გაიცემა იურიდიულ პირებზე. განაცხადის საფუძველზე მიიღებენ ერთ წლიან ლიცენზიას, მოპოვების უფლების მქონე პირი ვალდებული იქნება წლის ბოლოს წარადგინოს ანგარიში მოპოვებული რესურსის შესახებ და გადაიხადოს ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლები!", - წერს ზამბახიძე.